Published on: 29 July 2015
VW -მა Toyota -ს გაყიდვებში გაუსწრო
სიანტერესო ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო Bloomberg -მა, მისი მონაცემებით Volkswagen-მა Toyota -ს გაყიდვებში გაუსწრო. ჯერ-ჯეროით საუბარი მიდის წლის პირველი ნახევრის გაყიდვებზე, თუმცა VW -ს საკმაო შანსები აქვს მოიპოვოს მსოფლიოში ყველაზე დიდი ავტომწარმოებლის წოდება.
შეგახსენებთ, რომ Toyota 2014 წელს ზედიზედ მესამედ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე დიდ ავტომწარმოებლად, მაშინ როდესაც VW მას 100 000 -ამდე ავტომობილით ჩამორჩებოდა. ამასთან ორივე კომპანიამ პირველად ისტორიაში გადააჭარბა გაყიდვების 10 მილიონიან მაჩვენებელს, ხოლო დიდი სამეულის მესამე წევრის (General Motors) მაჩვენებელი 8 მილიონს უახლოვდებოდა.
ახლა სიტუაცია შემდეგია: იანვირდან ივნისამდე VW -მა გაყიდა 5,04 მილიონი ავტომობილი, ხოლო იაპონელებმა 5,02 მილიონი. რაც მათი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით შესაბამისად 0,5 და 1,5% -ით ნაკლებია. GM -მა ამ დროს გაყიდა 4,86 მილიონი ავტომობილი.
გერმანელებს ეხმარება დასავლეთევროპული ბაზარი, სადაც მოთხოვნა 6% -ით გაიზარდა, მაგრამ ღალატობს მათთვის ყველაზე დიდი ბაზარი – ჩინეთი ( მინუს 4%). ამ დროს იაპონელებს საქმე მისდით კარგად, როგორც ევროპაში ასევე ჩრდილოეთამერიკულ ბაზარზე. თუმცა საქმე ცუდად აქვთ საშინაო ბაზარზე, სადაც გაყიდვებმა დაიწია ავტომობილზე გაზრდილი გადასახადებისა და შესაბამისად მოთხოვნის შემცირების გამო.
წინ კიდევ ნახევარი წელია, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები, რასაც ჩვენო ერთგულო მკითხველო აუცილებლად შეგატყობინებთ.