სტატიები

Published on: 30 October 2019

GM ავტომატურად მართვადი ავტომობილებისთვის პოლიგონს ააწყობს

ამერიკულმა ავტო კონცერნმა General Motors-მა მაშტაბური პოლიგონის მშენებლობა დაიწყო, რომელზეც ავტომატურად მართვადი ავტომობილების გატესტვა მოხდება. ტრეკი კანადურ პროვინციაში ონტარიოში იქნება.

ამ სპეციალურ ტრასას Canadian Technical Centre McLaughlin Advanced Technology Track- ერქმევა, რომელიც ავტოკომპანიის შემქმნელის პოლკოვნიკ სემ მაკლაფლინის სახელწოდების იქნება. კომპანიაში იტყობინებიან, რომ ტრეკი მოწინავე სტანდარტებს უპასუხებს, როგორც საინჟინრო, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ, რაც  სხვადასხვა დონის ავტოპილოტის მქონე ავტომობილის შემუშავების საკითხში დიდ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.

პოლიგონი General Motors-ის კანადურ ქარხანასთან ახლოს აშენდება. მშენებლობა უკვე დაწყებულია და მისი დამთვარება 2020 წლის გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი. პირველი ცდები შემდეგ წელს გაიმართება.

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑