სტატიები

Published on: 23 October 2019

Toyota უნიკალურ Supra-ს გამოუშვებს

ექსპერიმენტალური Toyota Supra 3000GT ნოემბრის დასაწყისში ლას-ვეგასში გამართულ SEMA-ს ტიუნინგ-ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი. ავტომობილი კონცეპტ-ქარ Toyota Supra TRD3000GT-ის საპატივცემულოდ იქნება გამოშვებული, რომელის 1994 წელს იქნა წარმოდგენილი. ამ ავტომობილს გააჩნდა აგრესიული აეროდინამიული ვიზუალი და გაუმჯობესებული სამი ლიტრი მოცულობის მქონე ექვს ცილინდრიანი ძრავა, რომელიც 323 ცხენის ძალას გამოიმშავებდა.

სავარაუდოდ ახალ Toyota Supra 3000GT-ს აღჭურვავენ BMW-ს სტანდარტული ექვს ცილინდრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 340 ცხენის ძალას შეადგენს და გააჩნია 500 ნმ ბრუნვითი მომენტი. ძრავა რვასაფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან შეტავსებით იმუშავებს. გამოდის, რომ ცვლილებებს ჩვეულებრივ ვიზუალის შეცვლასთან მივყავართ, სადაც განახლების განსაკუთრებულ მახასიათებელს მასიური ანტიკრილო და სავენტილაციო ღარების მქონე კაპოტი წარმოადგენს.

 

თეგები: ,


Back to Top ↑