სტატიები

Published on: 31 January 2017

Volkswagen -მა Toyota -ს აჯობა

მსოფლიო საავტომობილო ტიტანებს შორის Volkswagen -მა Toyota -დაამარცხა. გერმანელებმა საერთო ჯამში 2016 წელს 10 312 400 ავტომობილის რეალიზაცია მოახდინეს, ხოლო Toyota -ს გუნდმა კი 10 175 000. როგორც ხედავთ განსხვავება არც თუ ისე დიდია.

აშშ -ს დიზელგეითისა და მასთან დაკავშირებული რეპუტაციის გაფუჭების ფონზე Volkswagen -ი წარმატების მიღწევაში დიდწილად ჩინურ ბაზარს უნდა უმადლოდეს, სადაც მისი გაყიდვები წლის განმავლობაში 12,2% -ით გაიზარდა. საერთო ჯამში კი მსოფლიოს მაშტაბით  VW -ის გაყიდვების ზრდამ 3,8% შეადგინა, ხოლო Toyota -სმა +0,2%.

ვნახოთ, როგორ წარიმართება Toyota -ს საქმეები ამ წელს, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი Camry -ს სახით მას მძლავრი კოზირი აქვს. ასევე ყურადღების გარეშე ახალი Prius -ისა და C-HR -ის დატოვება არ ღირს.

მესამე ადგილი ტრადიციისამებრ General Motors -მა დაიკავა.

თეგები: , , , ,


Back to Top ↑