სტატიები
Published on: 25 October 2015
UAZ Patriot -მა შესაძლოა Mercedes -ის და Toyota -ს ძრავა მიიღოს
ტიუნინგ ატელიე Devolro გეგმავს ძირეული სამუშაოები გაატაროს UAZ Patriot -ზე და ის უფრო თანამედროვე გახადოს. ვარაუდობენ, რომ ავტომობილი მიიღებს 4,0 ლიტრი მოცულობის ბენზინის ან 3,0 ლიტრი მოცულობის დიზელის ტურბო ძრავას. ძრავების შემუშავებას ისინი ნულიდან არ დაიწყებენ, ამის მაგივრად Devolro -ს ინჟინერები მიმართავენ მსოფლიოში კარგად ნაცნობ ბრენდებს.
პრედენტების სიაში აღნიშნულია Mercedes -ის, BMW -სა და Toyota -ს ძრავები. Devolro -ს წარმომადგენლების თქმით, მოცემული მომენტისთვის ყველაზე მომგებიანად Mercedes -ის და Toyota -ს შემოთავაზება ითვლება, თუმცა “ფინალისტი” მხოლოდ ტესტების შემდეგ გაირკვევა.