სტატიები

Published on: 15 November 2019

BMW X8 უკვე არც ისე შორსაა

ჭორები იმის შესახებ, რომ x7-ის პლატფორმაზე ბავარიელები უზარმაზარ კროს-კუპეს ამზადებენ, დიდ ხანი არაა რაც ინერნეტ სივრცეში გავრცელდა, ამასთან თემა დროდადრო ახალი დეტალებით მდიდრდება. BMW Blog-ის პორტალის წყარო ირწმუნება, რომ ახალი მოდელისთვის M Performance-ს მოდიფიკაციაზეც კი მუშაობენ. დიახ, თქვენ ყველაფერი სწორედ გაიგეთ – მოდელი ჯერ დაანონსებულიც არაა და მისთვის უკვე “დამუხტულ” მოდიფიკაციას ამზადებენ.

გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილი მიიღებს სახელწოდება X8 M45e-ს და აღიჭურვება ჰიბრიდული სისტემით, რომლის მზგავსი BMW-ს სხვა მოდელებშიც გამოიყენება და გაამომუშავებს დაახლოებით 400 ცხენის ძალასა და 540 ნმ. ბრუნვით მომენტს, თუმცა X8-ის M ვერსიისთვის ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ საგრძნობლად გაიზრდება.

 

თეგები: ,


Back to Top ↑