სტატიები

Published on: 05 November 2019

Toyota Supra GT4, რომელიც 430 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 175 000 ევრო ეღირება

“GT4-ის მოდელები მხოლოდ მრბოლელებზე გაიყიდება, მათი გამოყენება საერთო მოხმარების გზებზე შესაძლებელი არ იქნება”- ნათქვამია Toyota-ს პრეს-რელიზში. ასე, რომ ეს არის მხოლოდ სარბოლო Toyota Supra და მისი შეძენა 175 000 ევროდ არის შესაძლებელი, თუმცა აღნიშნულ ფასში გადასახადები არ შედის.

ავტომობილი აღჭურვილია 3,0 ლიტრი მოცულობის ექვსცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 430 ცხენის ძალასა და 650 ნმ ბრუნვით მომენტს გამოიმუშავებს, რაც ქარხნულ 340 ცხ.ძ.-სთან და 500 ნმ ბრუნვით მომენტთან შედარებით გაცილებით ბევრია.

Toyota-ს სარბოლო ქვედა Gazoo აღნიშნავს,რომ მოდელი ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა პარამეტრებით. უკანა ბორბლებს სიმძლავრე შვიდ საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის საშუალებით გადაეცემა.

ავტომობილი აღჭურვილია KW-ის რეგულირებადი ამორტიზაოტრით, Brembo-ს სამუხრუჭე სისტემითა და OZ-ის 18 დიუმიანი დისკებით.

წინა სპოილერი და უკანა ანტიკრილო დამზადებულია კომპოზიტური მასალისგან, რაც GT4 Supra-ს წონის შემცირების საშუალებას 1350 კგ-მდე იძლევა. სალონი აღჭურვილია აუცილებელი უსაფრთხოების კარგასით, ასევე სარბოლო სავარძლებით, რომლებიც აკმაყოფილებს FIA-ს სტანდარტებს.

ავტომობილის გაყიდვები შემდეგ წელს ევროპაში, შემდეგ შტატებში, ხოლო ამის შემდეგ იაპონიასა და მთელს აზიაში.

თეგები: ,


Back to Top ↑