სტატიები

Published on: 20 September 2019

Toyota-ში ახალ Land Cruiser-ზე განაცხადეს

Toiota-ში ოფიციალურად გააკეთეს კომენტარი ლეგენდალური მოდელის ახალ თაობასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ინფორმაცია Land Cruiser 200-ის შემდეგი თაობის შესახებ, ინტერნეტ სივრცეში უკვე რამოდენიმე თვეა ტრიალებს. დღევანდელ დღემდე Toyota-ში ოფიციალურად ამაზე კომენტარს არ აკეთებდნენ. თუმცა მარკის ხელმძღვანელობამ უეცრად დუმილის დარღვევა გადაწყვიტა.

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი ძარის მოდელის, რომელიც მიიღებს ინდექს 300, პრემიერა 2020 წელს შედგება, მცდარი აღმოჩნდა. პრემიერა შემდეგ წელს ნამდვილად არ შედგება. მას არანაკლებ 2021 წლისთვის უნდა ველოდოთ, შესაძლოა ეს 2020 წლამდეც გაიწელოს. ამასთათ Toyota-ს ხელმძღვანელობის მიერ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული მოდელის დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები.

 

 

თეგები: ,


Back to Top ↑