Published on: 07 April 2015
Toyota RAV4 განახლდა
ნიუ-იორკის ავტოშოუზე Toyota -ს სტენდზე გაიმართა ორმაგი პრემიერა – კომპანიამ გამოიყვანა 2016 სამოდელო წლის RAV4 და მისი ჰიბრიდული ვერსია. მოდელი ბაზარზე სავარაუდოდ ამ წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში გამოვა.
მოდელში განახლებები მკვეთრად არის შესამჩნევი. განახლდა ოპტიკა, რადიატორის ჩარჩო და ბორბლების ნაკრები. ამასთან კროსოვერმა მიიღო ახალი SE – ვერსიაც, რომელიც გამოირჩევა ცოტათი განსხვავებული წინა ბამპერით, შუქდიოდური ოპტიკით, გადაწყობილი სავალი ნაწილითა და 18 დიუმიანი დისკებით.
სალონში განახლებები შეეხო მოპირკეთების მატერიალებსა და გაფორმების დამატებით ვარიაციებს. სალონის განახლებებში ყველაზე მეტად უნდა აღინიშნოს ახალი ხელსაწყოთა პანელი.
სტანდარტული ვარიანტის ტექნიკური მოდიფიკაციის შესახებ ჯერ-ჯერობით ახალი ინფორმაცია არ გვაქვს, ხოლო რაც შეეხება ჰიბრიდულ ვარიანტს – აქ გამოყენებულია ოთხ ცილინდრიანი 2,5 ლიტრი მოცულობის მქონე ძრავა, eCVT ვარიატორი და ელექტროძრავა, რომელიც პასუხს აგებს უკანა ბორბლების მოქმედებაში მოყვანაზე. ავტომობილის ოთხივე თვალი წამყვანია, რაზეც პასუხს აგებს სისტემა – Electronic On-Demand All-Wheel-Drive -ი. სხვა მახასიათებლები ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგამ Toyota -ში ირწმუნებიან , რომ RAV4 Hybrid -ი სტანდარტულ ვარიანტს ჯობნის სიმძლავრითა და დინამიკით.