სტატიები
Published on: 05 February 2019
Toyota მალე Land Cruiser 300-ს გამოუშვებს
იაპონური პორტალი Bestcarweb-ი იუწყება, რომ ამ წლის შემოდგომით იაპონური მარკა ტოკიოს ავტოსალონში Land Cruiser 300-ს წარმოადგენს.შესაბამისად, რამოდენიმე თვის შემდეგ კონცერნი სერიული ვერსიების ჩვენებას დაიწყებს. როგორც იაპონელ ჟურნალისტებს ინფორმატორმა აუწყა, ახალი “ძარა” კონვეირზე 2020 წლის შემოდგომით ავა.
ახალი მოდელი სავარაუდოდ უფრო მსუბუქი და თანამედროვე იქნება – დაახლოებით მსგავსი განახლება განიცადა Mercedes G-კლასმა. ყველაფერთან ერთად იაპონელებმა უარი თქვეს 8 ცილინდრიან ძრავაზე და გადავლენ 3,5 ლიტრი მოცულობის 6 ცილინდრიან ბიტურბო ძრავაზე.