Published on: 18 October 2017
Toyota -მ წყალბადზე მომუშავე ავტობუსი ააწყო
მიმდინარე თვის ბოლოს იაპონიის დედაქალაქში სტარტს იღებს უმსხვილესი მოტორშოუ, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ავტობუს Toyota Sora -ს კონცეპტი. კომპანია მოდელის სერიული ვარიანტის გამოშვებას შემდეგი წლისთვის გეგმავს. 2020 წელს იაპონიაში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება, რომელსაც ტოკიო უმასპინძლებს , ხოლო Toyota ამ დროისთვის ასობით წყალბადზე მომუშავე ავტომობილის გამოშვებას გეგმავს.
ავტობუსი Sora იმავე ძალურ აგრეგატს იყენებს, რაც გამოყენებულია სედან Toyota Mirai -ში. ძალური აგრეგატი მოიცავს ორ ელექტრონულ ძრავას საერთო სიმძლავრით 154 ცხ.ძ. და 335 ნმ. ბრუნვითი მომენტი, ასევე ელექტროქიმიური გენერატორი, რომელიც გამოიმუშავებს წყალბადისა და ჟანგბადის რეაქციის შედეგად წარმოქმნილ ენერგიას. ავტობუსის აღჭურვილობაში შედის ათი წყალბადის ავზი, რომელთა საერთო მოცულობაც 600 ლიტრს შეადგენს.
ავტობუსი ასევე აღიჭურვება გარე ვიდეო კამერებით, რომელიც სისტემის ნაწილია და საშუალებას იძლევა ამოიცნოს ქვეითები და ველოსიპედისტები, ასევე საავტონუსო გაჩერებების ადგილების ამოცნობა. Sora -ს ასევე შეუძლია სხვა სატრანსპორტო საშუალებებსა და საგზაო ინფრასტრუქტურებთან “ურთიერთობა”.