Published on: 01 April 2015
Toyota -მ ახალი პლატფორმა TNGA წარმოადგინა
Toyota -მ წარმოადგინა სრულიად ახალი გლობალური პლატფორმა TNGA, რომელზეც 2020 წლისთვის კომპანიის ავტომობილების 50% -ზე მეტი გადავა. პლატფორმის სახელწოდება ასე იშიფრება ” ტოიოტას ახალი გლობალური პლატფორმა”, გამოირჩევა უნივერსალობით, სიმსუბუქითა და მაშტაბირების უბრალოებით. მასზე აწყობილი პირველი ავტომობილი გამოჩნდება 2015 წლისთვის.
Toyota -ს პრეს-სამსახური კონკრეტულ დეტალებს არ ამხელს, მაგრამ რამოდენიმე დეტალი მაინც ცნობილი გახდა, მაგალითად TNGA -ს კონსტრუქცია სხვა თანამედროვე ნიმუშებთან შედარებით 30-60% -ით უფრო მყარია. ახალი მატერიალების გამოყენება კი საშუალებას იძლევა ერთდროულად ძრავის სიმძლავრის 15% -თან ერთად შევამციროთ საწვავის მოხმარება 25%-ით.
TNGA პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება აიწყოს, როგორც წინა წამყვანიანი, ასევე უკანა წამყვანიანი ავტომობილი, ამასთან ერთად ავტომობილები ადვილი სამართავები გახდებიან: ძრავა აქ განთავსებულია საკმაოდ დაბლა, რითაც სიმძიმის ცენტრს ამცირებს. ამ პლატფორმაში შესაძლებელი იქნება ასევე ჰიბრიდული აღჭურვილობის განთავსება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადვილი შესაძლებელია Prius -ის ახალი თაობა გადავიდეს TNGA პლატფორმაზე.