სტატიები

Published on: 21 August 2019

Toyota-მ ახალი კომფორტული მოდელი აჩვენა

ტაილანდში ახალი მიკროავტობუსის პრეზენტაცია გაიმართა,  ავტომობილი Toyota Majesty-ის სახელწოდებით წარმოგვიდგება. მის საფუძვლად დევს მიკროავტობუს Hiace-ს პლატფორმა. მაგრამ მასთან შედარებით, ახალი მოდელი აღჭურვილობით უფრო არის გამდიდრებული, ასევე გამოიკვეთება ექსტერირეი და ინტერიერიც, რომელიც Lexus-ის მდიდრულო მოდელის სტილში არის შესრულებული.

ყველაფერთან ერთად Toyota Majesty-ის აღჭურვილობაში შედის შუქდიოდური ოპტიკა, კრუიზ-კონტროლი, USB-ის შვიდი პორტი, 4,2 დიუმიანი ეკრანის მქონე მულტიმედიური სისტემა, აუდიო სისტემის 12 დინამიკი და ავტომატური დამუხრუჭების სისტემა, რომელსაც ქვეითთა ამოცნობის ფუნქცია აქვს.

ავტომობილი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ძრავით აღიჭურვება და ეს იქნება 2,8 ლიტრი მოცულობის დიზელი, რომელიც 163 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს ის იქნება ექვს საფეხურიანი ავტომატი.

თეგები: ,


Back to Top ↑