სტატიები
Published on: 04 February 2017
Toyota და Suzuki ავტოპილოტის შესაქმნელად გაერთაინდებიან
როგორც გამომცემლობა Nikkei იტყობინება, Toyota და Suzuki ორშაბათს ერთობლივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომლის ფარგლებშიც ავტომწარმოებლები ავტოპილოტს შეიმუშავებენ.
ასეთი სახის პარტნიორობა არ იმოქმედებს ბრენდებს შორის ურთიერთობებზე: როგორც ადრე, Toyota და Suzuki ავტომობილებს თავიანთი სამარკო დასახელებებით გაყიდიან.
ცოტათი უფრო ადრე ცნობილი გახდა ისიც, რომ Toyota თანამშრომლობს Ford -თან, რის მიზანიც მულტიმედიური სისტემების განვითარებაა.