Published on: 10 November 2015
Toyota ახალი თაობის Land Cruiser -ზე მუშაობს [ექსკლუზივი]
ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობს Land Cruiser -ის ახალი თაობის შემუშავება. ამის შესახებ განაცხადა მოდელის პროექტის მთავარი ინჟინერის მოადგილემ ტაკაკი მიზუნომ. ავტომობილის ღერძი შენარჩუნებული იქნება, მაგრამ ამავდროულოად შეიცვლება მისი ძარა.
შეგახსენებთ, რომ ახლანდელი განახლებული Land Cruiser 200 აღჭურვილია 4,5 ლიტრი მოცულობის ტურბოდიზელის ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 249 ცხ.ძ. -სა და 650 ნმ. ბრუნვით მომენტს. ასევე ბენზინის ატმოსფერული V8 ძრავით, რომლის მოცულობაც შეადგენს 4,6 ლიტრს და გამოიმუშავებს 309 ცხ.ძ. -სა და 439 ნმ ბრუნვით მომენტს. ორივე ძრავა მუშაობს ავტომატური გადაცემათა კოლოფთან. სრულამძრავიანობა შემოთავაზებულია ყველა სტანდარტულ ვერსიაში.