Published on: 20 November 2018
საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე 3,6 ლიტრი: უნივერსალი Toyota Probox-ი ჰიბრიდად აქციეს
უნივერსალები Toyota Probox-ი და Succeed-ი, რომელთა გამოშვებაც იაპონიაში 2002 წლიდან ხდება,ერთმანეთისგან მხოლოდ სახელწოდებითა და იმით განსხვავდებიან, რომ ისინი სხვადასხვა საბაზრო ქსელების მიერ იყიდება. 2014 წელს ავტომობილებმა განახლება განიცადეს, ეს შეეხო ექსტერიერსა და გადაცემათა კოლოფს.Probox/Succeed-ის ახლანდელი განახლება არ შეეხო მის გარეგნობას, სამაგიეროდ უნივერსალს ჰიბრიდული მოდიფიკაცია შესძინა.
ჰიბრიდული სისტემა აგრეგატი ავტომობილმა ჰეჩბეკ Toyota Aqua-სგან(ზოგიერთ ბაზარზე Prius C)მიიღო. ის შედგება 74 ცხ.ძ.-ის მქონე ატმოსფერული ძრავისა და 61 ცხ.ძ.-ის მქონე ელექტრონული ძრავისგან.
ოფიციალური ინფორმაცით ჰიბრიდი 100 კილომეტრზე 3,6 ლიტრ საწვავს მოიხმარს. მაშინ, როდესაც 1,5 ლიტრი მოცულობის ბენზინის ძრავის მქონე ვერსია 5,1 ლიტრს საწვავს მოიხმარს.