Published on: 30 October 2017
რა მოხდება თუ 1960 -იანი წლების დიზაინს “გავათანამედროვებთ”?
Compagno -ს პირველი პროტოტიპი 1961 წელს ტოკიოს რიგით 8-ე ავტოსალონზე გამოჩნდა. ავტომობილმა რომელიც მოგვაგონებდა Fiat 1800/2100 -ს, ავტოსალონის სტუმრების მოწონება ნაკლებად დაიმსახურა, აქედან გამომდინარე დიზაინერებს მისი გარეგნობის გადაკეთება მოუწიათ და სერიული მოდელი სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა.
საინტერესო ისაა, რომ მყიდველებს ძარის ერთდროულად ხუთი ვარიანტი შესთავაზეს. ესენი იყო: ორი სედანი ( ორი და ოთხკარა ვერსიები), ორკარა პიკაპი, სამკარა ფურგონი და კაბრიოლეტი. 1963 წლიდან 1970 წლამდე სულ გამოშვებული იქნა 120 000 ავტომობილი.
1969 წელს ავტომობილი Daihatsu Consorte -ს სახით შთამომავალი გაუჩნდა, რომელმაც Toyota Publica KP30 -სგან როგორც ძრავა, ასევე ძარაც მიიღო. ყველაფერი იმიტომ, რომ ორიწლით ადრე Daihatsu კომპანია Toyota -მ შეიძინა.
დღეს კი ავტომობილი წარმოგვიდგა – 2017 წლის DN Compagno -ს კონცეპტის სახით. იაპონელებმა გადაწყვიტეს 4 200 მმ სიგრძის მქონე ოთხკარა კუპის გაკეთება, რომელიც გამოირჩევა სახურავითა და ძარის უჩვეულო ფორმებთ. ავტომობილს სალონის აუდიტორია დიდი სითბოთი შეხვდა. საინტერესოა, რადგან დიზაინი ხომ “მხოლოდ” იმეორებს ძველ ავტომობილს თანამედროვე სტილში. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ კონცეფჩიას Driver -ის მკითხველო?