Published on: 31 January 2017
რა მარკის ავტომობილებს ეძებენ ყველაზე მეტად Google -ში.
2016 წელს Google -ში გაკეთებული საძიებო მოთხოვნების მიხედვით მსოფლიოს უპირობო ლიდერი საავტომობილო ბრენდებს შორის ისევ Toyota -აღმოჩნდა. ამის შესახებ იტყობინებიან Quickco -ს სპეციალისტები, რომლებმაც 193 ქვეყნის ინფორმაციას ანალიზი გაუკეთეს. იაპონური ბრენდი ძიების მიხედვით მსოფლიოს 74 ქვეყანაში ლიდერობს.
ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ბრენდებს შორის მეორე ადგილს იკავებს BMW. გერმანულ ავტომწარმოებელს Google -ში ყველაზე მეტად მსოფლიოს 51 ქვეყანაში ეძებენ . სამეულის ბოლო ადგილს კი 17 ქვეყნით Hyundai იკავებს. საერთო ჯამში კი ამ სამმა ბრენდმა Google -ში საავტომობილო ბრენდებს შორის საძიებო მოთხოვნების 73% შეადგინა.
საინტერესოა ის, რომ მსოფლიოს მხოლოდ ერთ ქვეყანაში აინტერესებთ ყველაზე მეტად სუპერქარების მწარმოებელი ბრენდი. Bugatti აფრიკული ნიგერიის საძიებო მოთხოვნების ლიდერი გახდა. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამ სუპერ ქარს უფრო მეტად ცნობისმოყვარეობის გამო ეძებს. ბრენდი, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ლიდერობს გახლავთ Ford -ი.
რაც შეეხება საქართველოს სამწუხაროთ აღნიშნული კვლევების მიხედვით ჩვენს ქვეყანაზე მონაცემები არ არის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ 2015 წლის მონაცემებს , სავარაუდოდ მას შემდეგ განსაკუთრებული ცვლილებები არ უნდა მომხდარიყო.