სტატიები

Published on: 24 January 2017

მსოფლიო ავტომწარმოებლების რეიტინგი

არსებობენ ისეთი ადამიანები – ანალიტიკოსები. როდესაც ერთი კალენდალური ციკლი მთავრდება და მეორე იწყება, ისინი წყვეტენ სმას, ჭამას, ძილს და იწყებენ დათვლას. ითვლიან ავტომობილებს, რომლებიც ძალიან ბევრია, ბრენდები სხვადასხვაა და დიდ ციფრებამდე მიდაინ… ხოდა ამ ანალიტიკოსებმა დაითვალეს და გვითხრეს, რომ 2016 წლის მიხედვით ავტომწარმოებლების რეიტინგი დიდად არ შეცვლილა. პირველი სამეული იგივეა – Toyota, Volkswagen-ი, Ford-ი.

ცვლილება არის მეოთხე პოზიციაზე, სადაც Nissan -მა Hyundai ჩაანაცვლა. შემდეგ კი Auda -მდე, რომელიც მე-13-ე ადგილზეა ცვლილებები არ არის: Honda, Chevrolet, Kia, Renault, Mercedes, Peugeot, BMW…

გასული წლის განმავლობაში პირველ ათეულში ყველაზე დიდი ზრდა განიცადეს Renault -მა (13,8%) და Mercedes -მა (10,5%). გაგიკვირდებათ და მსოფლიოს ტოპ-ბრენდებში მოხვდნენ ისეთი მწარმოებლები როგორებიცაა: ChangAn (19 ადგილი), Maruti (20-ე ადგილი) და Wuling (21-ე ადგილი). ხოლო ისეთები, როგორებიცაა: Opel -ი, Skoda და Citroen -ი უფრო დაბლი პოზიციები დაიკავეს, როგორღაც ასე…

თეგები: , , , , , , , , , , , , ,


Back to Top ↑