სტატიები

Published on: 12 November 2019

წარმოდგენილი იქნა ახალი Kia Optima

კომპანია Kia-მ ახალი თაობის K5-ის ექტერიერის ფოტოები გამოაქვეყნა. გაბარიტებში ავტომობილმა თავის კონკურენტ Toyota Camry-ს აჯობა. ახალი კია Optima-ს სიგრძემ 4905 მმ შეადგინა, ხოლო სიგანემ 1860 მმ, თუმცა შემცირდა სიმაღლე 20 მმ-ით და 1445 მმ შეადგინა. ბორბლებს შორისი ბაზა 2850 მმ-მდე გაიზარდა.

ახალი “ოპტიმა” Kia-ს ახალი დიზაინერული გადაწყვეტილებებით არის აწყობილი, ისევე როგორც ბრენდის სხვა ახალი მოდელები. კორეაში ავტომობილის გაყიდვები 2019 წლის დეკემბრის თვეში იწყება, ხოლო ევროპასა და შტატებში ცოტათი მოგვიანებით.

სალონის ფოტოები ჯერ-ჯერობით არაა, კორეელები შემოისაზღვრენ ტიზერით, რომელზეც ადვილად შესამჩნევია მულტიმედიური სისტემის დიდი ეკრანი. მოსალოდნელია, რომ ავტომობილის საბაზისო ძრავა 1,6 ლიტრი მოცულობის 180 ცხენის ძალის მქონე აგრეგატი იქნება.

 

თეგები: ,


Back to Top ↑