სტატიები
Published on: 11 December 2015
Modellista -მ Toyota Prius -ის განახლებების პაკეტი შეიმუშავა
Toyota -ს კარზე არსებულმა ტიუნინგ ატელიე Modellista -მ ახალი Prius -ისთვის განახლებების პაკეტი გამოუშვა, რომელიც შემოისაზღვრა მხოლოდ კოსმეტიკური განახლებებით.
ტიუნინგის შედეგად Prius -ი დაემსგავსა კოსმოსურ სპორტქარს და მიიღო ატელიესთვის ჩვეული კარბონის დიფუზორი. ავტომობილის გარეგნული ნაწილი გამდიდრდა ქრომირებული ელემენტებითა და შუქდიოდური ნათურებით – რომლებიც კარგად არიან შეთავსებული ჰიბრიდული ჰეჩბეკის დიზაინთან.
ყველაფერი ეს შიდა ბაზარზე ხელმისაწვდომია მხოლოდ $1300 -ად. თუ ამ ყველაფერს 18 დიუმიან ალუმინის დისკებსა და Yokohama BluEarth -ის საბურავებს დავუმატებთ, მაშინ ფასი ერთი ათასით მოიმატებს.