სტატიები

Published on: 09 April 2019

მინივენი Lexus LM

Lexus-მა მინივენის ტიზერი გამოაქვეყნა – ეს ხუმრობა არ არის. თუ Ferrari-მ შექმნა ყველგანმავალი, მაშინ მას რატომ არ შეუძლია შექმნას მინივენი, მითუმეტეს თუ ის უკვე ჰყავს Toyota-ს და საჭიროა მხოლოდ ემბლემის შეცვლა. დიახ ეს Alphard-ია. Lexus LM-ის ახალი ტიზერი სწორედ ამ ავტომობილი დაჩრდილულ სილუეტს დემონსტრირებს. შორს რომ არ წავიდეთ აი თქვენ Toyota Alphard-ის ფოტო:

მსგავსება ადვილი შესამჩნევია. თუ იაპონურ წყაროს დავუჯერებთ, Lexus LM-ის წარმოება შემდეგ წელს Toyota Inabe-ს ქარხანაში დაიწყება, სადაც უკვე იწარმოება Alpharad-ი. ახალი მინივენი ორიენტირებული იქნება აზიურ ბაზარზე. მისი პრემიერა 16 აპრილს შანხაის ავტოსალონში შედგება.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑