სტატიები

Published on: 08 October 2015

გაიცანით Toyota -ს ახალი სპორტქარის კონცეპტი

კომპანია Toyota -მ გამოაქვეყნა ახალი კონცეპტუალური სპორტქარის S-FR -ის ფოტოები. მისი ცოცხალი ჩვენება მოხდება ოქტომბრის ბოლოს ტოკიოს ავტოსალონში.

Toyota S-FR -ის დიზაინი შესრულებულია მსუბუქ რეტრო-სტილში. სხვა მხრივ ის მოგვაგონებს სპორტქარ Toyota GT-86 -ის დიზაინს. ახალი კონცეპტის ზომებია – 3900 მმ X 1695 მმ X 1320 მმ, ამასთან ბორბლებსშოირის ბაზა შეადგენს 2480 მმ -ს.

f87aa7a8fda5e651e294f194c68952a9_orig
Toyota S-FR -ის ინტერიერი გამოირჩევა მინიმალიზმით, თუმცა მან მიიღო ციფრული ხელსაწყოთა პანელი, კლიმატ-კონტროლის სისტემა, ძრავის ამუშავების ღილაკი და მულტიფუნქციური საჭე.

ყურადღებას იპყრობს ექვსაფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის ბერკეტი. toyota -ში ამ ეტაპისთვის არ ახმაურებენ თუ რა ძრავით აღიჭურვება ავტომობილი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტომობილს “მალე ასწრაფება” შეეძლება.

b69ab5d00566578f5efef2cb1d4ca635_orig
არაოფიციალური მონაცემებით ახალი კონცეპტი მიიღებს 1,5 ლიტრი მოცულობის ძრავას, რომელიც გამოიმუშავებს 130 ცხენის ძალას. ასევე მოსალოდნელია, რომ Toyota -ს ეს კონცეპტი სერიულ წარმოებაში გაიშვას – სავარაუდოდ ბაზარზე 2018 წლისთვის გამოჩნდება.

თეგები: , , ,


Back to Top ↑