Published on: 09 October 2014
ახალი Toyota Prius+ (ევროპული ვერსია)
იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota -მ განაახლა Prius+ -ის ევროპული სპეციფიკაცია. ეს ავტომობილი გახდება პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი 7 ადგილიანი ჰიბრიდი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ევროპის კონტინენტზე.
პირველი 7 ადგილიანი Prius+ -ი ნაჩვენები იქნა 2011 წელს ჟენევის ავტოსალონში. ახალმა მინივენმა მიიღო წინა ნაწილის განახლებული დიზაინი, რომელიც აღჭურვილია შუქდიოდის ფარებითა და DRL სისტემით. აგრეთვე ახალი წინა ბამპერით.
აგრეთვე Prius+ -ის ევროპულმა ვარიანტმა მიიღო ორი ახალი ფერი უკანა ნაწილისთვის (Dark Sherry metallic & Attitude Black mica) . სალონის ნაწილში კი გამოჩნდა მეტალიზირებული დეტალები. ქრომირებული კარის სახელურები. ახალი 4.2 დიუმიანი ინფორმაციული TFT დისფლეი.
ახალმა მოდელმა ახალი დიზაინის გარდა მიიღო გაუმჯობესებული ხმის იზოლაცია, განსაკუთრებით უკანა ნაწილში. მისი ჰიბრიდული ძალის აგრეგატი კი აკმაყოფილებს Euro 6 -ის სტანდარტს.