სტატიები

Published on: 07 April 2015

Toyota RAV4 განახლდა

ნიუ-იორკის ავტოშოუზე Toyota -ს სტენდზე გაიმართა ორმაგი პრემიერა – კომპანიამ გამოიყვანა 2016 სამოდელო წლის RAV4  და მისი ჰიბრიდული ვერსია. მოდელი ბაზარზე სავარაუდოდ ამ წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში გამოვა.

მოდელში განახლებები მკვეთრად არის შესამჩნევი.  განახლდა ოპტიკა, რადიატორის ჩარჩო და ბორბლების ნაკრები. ამასთან კროსოვერმა მიიღო ახალი SE – ვერსიაც, რომელიც გამოირჩევა ცოტათი განსხვავებული წინა ბამპერით, შუქდიოდური ოპტიკით, გადაწყობილი სავალი ნაწილითა და 18 დიუმიანი დისკებით.

472a4cfc2dc435fa80293482c1

 

სალონში განახლებები შეეხო მოპირკეთების მატერიალებსა და გაფორმების დამატებით ვარიაციებს. სალონის განახლებებში  ყველაზე მეტად უნდა აღინიშნოს ახალი ხელსაწყოთა პანელი.

სტანდარტული ვარიანტის ტექნიკური მოდიფიკაციის შესახებ ჯერ-ჯერობით ახალი ინფორმაცია არ გვაქვს, ხოლო რაც შეეხება ჰიბრიდულ ვარიანტს – აქ გამოყენებულია ოთხ ცილინდრიანი 2,5 ლიტრი მოცულობის მქონე ძრავა, eCVT ვარიატორი და ელექტროძრავა, რომელიც პასუხს აგებს უკანა ბორბლების მოქმედებაში მოყვანაზე. ავტომობილის ოთხივე თვალი წამყვანია, რაზეც პასუხს აგებს სისტემა – Electronic On-Demand All-Wheel-Drive -ი. სხვა მახასიათებლები ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგამ Toyota -ში ირწმუნებიან , რომ RAV4 Hybrid -ი სტანდარტულ ვარიანტს ჯობნის სიმძლავრითა და დინამიკით.

0ed695442c28f28ab1e15eeace

4c54b7ae510b309604aeb5fec3

27aeef591681c8660c61ee45e1

42e991adf6b59934e3aec661f9

86caf9ddba65060650d620fc85

093fe7a229154eb667e893cd27

10248becdbdcfcf33dbe6dabee

b6b015b5101ad96df8603a2363

b96f1c4d0b7b251422a0558c6f

bd78c3144e04a3fff0b35e6696

bebf6b4e7e8f8a5cace2f4d22c

eb4793bc25205bb91e7f73a8f4

 

 

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑