სტატიები

Published on: 05 March 2015

Toyota -მ განაახლა Auris -ი და Avensis -ი

Toyota -მ შეასრულა თავისი დაპირება და ჟენევის ავტოსალონში ორი ავტომობილის პრემიერა გამართა, ესენია Auris -ი და Avensis -ი. ორივე მოდელი გამოიყურება შედარებით სპორტულად და მკაცრად, მათ მიიღეს თანამედროვე LED ოპტიკა და გაუმჯობესებული სალონი. განსაკუთრებული ცვლილებები შეეხო ავტომობილის ძრავებს.

მაშ ასე, რაც შეეხება კომპაქტურ Auris -ს, ავღნიშნავთ ახალ ბამპერს, სახურავზე დამაგრებულ “ანტენასა” და  ქრომირებული ნაწილების მომატებას. სალონში გაუმჯობესდა ხმის იზოლაცია, გაჩნდა 4,2 დიუმიანი TFT მონიტორი, ხოლო თანამედროვე მატერიალების წყალობით ტორპედო უფრო მიმზიდველი და ლამაზი გახდა.

ახალ ძრავებს შორის გამოსარჩევია 1,2 ლიტრი მოცულობის მქონე ბენზინის ეკონომიური ძრავა, რომელიც ანვითარებს 114 ცხენის ძალას. 2,0 ლ D-4D ძრავა სიაში აღარაა, სამაგიეროდ დაემატა 1,6 ლიტრიანი, 110 ცხენის ძალის მქონე ტურბოდიზელის ძრავა. ყველაზე პატარა 89 ცხ.ძ. მქონე დიზელის ძრავა პასუხობს ევრო-6 -ის სტანდარტებს.

2016 წლის ოჯახურმა სედანმა Avensis -მა განიცადა მსგავსი ცვლილებები: უფრო მეტი ქრომი და შუქდიოდები, უფრო მოსახერხებელი ხელსაწყოების პანელი. ძრავების ხაზმა აქაც მსგავსი ცვლილებები განიცადა, მაგრამ 2,0 ლ. დიზელი არ ამოუღიათ, პირიქით ჩანაცვლეს 141 ცხ.ძ. -ის მქონე ვერსიით. ველოდებით ავტომობილების ფასებს, მანამდე კი შეაფასეთ მათი ვიზუალური მხარე და გაუზიარეთ მეგობრებს.

Toyota Auris 2016

avensis 3c37b0990d9cb53504d1a7a803 05fa35aec4b1cf40b10cbfbe2c 6ad62e84ccdc0f88bf362c6a14 6d49b5e1474a95c6536819e479 77cef92286ad03bb3312da2b0f a94a46430d650e311faf78f1e6 af7bddd706fde41a93063f49ea cba303a389dc2dac2d4feaaf1e f6458802290470f5d6eaa19c2f

Toyota Avensis 2016

1f2ed973bec8a01ab1f888e43f 2ffde3f1b2c6a2034c7eb126fb 3cab1fd0dfa8d948414c7447df 5bf8e599233e18b7d3fb75e069 0623d6935715cfa3b1089fb90a 745e52542805ede2fb5b33dfcd 2093e1368d31c8b257731d145d 6055330bcc699ab75a8e924b4b c99cb79be30113b8e197b5942b e6a7285f4c1dc353457c882240 f515684858a4449cbaed8949cc

თეგები: , ,


Back to Top ↑