Published on: 19 August 2015
Toyota -მ განახლებულ LAND CRUISER 200 -ზე ინფორმაცია გაავრცელა
ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა რესტაილინგებული ყველგანმავლის Toyota Land Cruiser 200 -ის ოფიციალური ფოტოები. ფოტოების გარდა იაპონურმა კომპანიამ რამოდენიმე დეტალიც გაამხილა. განახლებულ Land Cruiser 200 -ს შეუძლია დაიკვეხნოს არამარტო გარეგნული ცვლილებებით, ასევე ელექტრონული სისტემებითა და მოდერნიზებული მამოძრავებელი ძალით.
პოსტ-რესტაილინგებული Cruiser 200 -ის ექსტერიერი უფრო უხეში და მამაკაცური გახდა. ავტომობილმა მიიღო სრულიად ახალი წინა ბამპერი, ხოლო კაპოტმა უფრო მუსკულისტური რელიეფი . ყველგანმავლის უკანა ნაწილი ერთი შეხედვით არ შეცვლილა, მაგრამ აქაც არის ცვლილებები ფარების, საბარგულის სახურავის პანელისა და ბამპერის სახით.
Twin-Turbo სისტემით აღჭურვილმა 4,5 ლიტრი მოცულობის V8 დიზელის აგრეგატმა მიიღო ახალი ინჟექტორები და განახლებები ძრავის მართვის ბლოკში. მოცემულმა ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა ძრავის სიმძლავრის 2,5% -ით გაზრდა, რის შედეგადაც აგრეგატი გამოიმუშავებს 272 ცხენის ძალას. ავღნიშნავთ, რომ მოდერნიზაციის შედეგად ძრავა პასუხოს Euro-5 ის სტანდარტებს, ხოლო საწვავის მოხმარება შემცირდა 9,5 ლიტრამდე 100 კმ -ზე.
ასევე განახლებები მიიღო ბენზინის 4,6 ლიტრი მოცულობის V8 ძრავამაც, რის შედეგადაც გაიზარდა სიმძლავრე და ბრუნვითი მომენტი. ყველა განახლება გაკეთდა დღეს-დღეისობით აქტუალური ეკოლოგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ასევე რათქმაუნდა საწვავის ხარჯის შესამცირებლადაც.
როგორც სხვა თანამედროვე ავტომობილი ასევე Land Cruiser 200 -იც აღჭურვილია მძღოლის დამხმარე მრავალი ელექტრონული სისტემით. ყველგანმავალმა მიიღო ჭკვიანი ოპტიკა, ასევე გამოჩნდა გზის მონიტორინგის სისტემა და ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი. ამის გარდა ავტომობილმა მიიღო ქვეითების ამოცნობის სისტემა, რომელიც საფრთხის შემთხვევაში შეანელებს სიჩქარეს და მძღოლს მიაწვდის გამაფრთხილებელ სიგნალს.
ავტომობილის ინტერიერი გაკეთებულია უფრო ხარისხიანი პლასტიკატისგან, განსაკუთრებით იმ ზონებში სადაც უფრო ხშირად ხდება მძღოლის ან მგზავრის ავტომობილთან კონტაქტი. კლიმატკონტროლი და მულტიმედიური სისტემა უფრო კომფორტულები გახდნენ. საინფორმაციო-გასართობი სისტემა აღჭურვილია 9 დიუმიანი დისპლეით, რომელზეც შეიძლება გამოსახულების გამოტანა, როგორც აუდიოსისტემიდან ასევე თანამგზავრული ნავიგაციიდან.