სტატიები

Published on: 07 May 2015

Opel -ი შემოდგომაზე Astra -ს ახალ თაობას წარმოადგენს

Opel -მა განაცხადა, რომ Astra -ს ახალი თაობის ოფიციალური პრემიერა გაიმართება შემოდგომით ფრანკფურტის ავტოსალონში.

გერმანელებმა გამოაქვეყნეს ვიდეო რგოლი, რომელიც მოგვითხრობს მოდელის ისტორიის შესახებ და მის ახალ ვარიანტზე. კადრებში მოხვდა ახალი Astra -ც, თუმცა იგი მთლიანად შენიღბულია, ამიტომ მის გარეგნობაზე დასკვნების გამოტანა ჯერ-ჯერობით ადრეა.

კომპანიის დირექტორმა კარლ-ტომან ნოიმანმა განაცხადა, რომ ახალ მოდელს ექნება ძალიან ეფექტური დიზაინი, ასევე უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების მხრივ ბევრი ინოვაცია. აგრეთვე მან თქვა, რომ Astra -ს ახალი თაობა შეიქმნება “სუფთა ფურცლიდან”.

11531_b1

2016 წლის Opel Astra ამჟამინდელ ვერსიებთან შედარებით იქნება ბევრად კომპაქტური,მსუბუქი და მძლავრი. განახლდა ასევე ძრავების გამაც, ახალი ავტომობილი აღიჭურვება დიზელისა და ბენზინის ძრავებით, რომელთა სიმძლავრეც იქნება 105 -დან 200 ცხენის ძალამდე.

თეგები: ,


Back to Top ↑