სტატიები

Published on: 06 March 2017

Opel -ი გაიყიდა!

Opel -ი გაიყიდა. კომპანიას ახლა უკვე PSA Group -ი გააკონტროლებს, რომელიც სიდიდით მეორე ავტომწარმოებელი გახდა Volkswagen Group -ის შემდეგ. მესამე Renault-Nissan -ია. ოფიციალური განცხადების მიხედვით, კონტრაქტი მოიცავს Opel -ისა და Vauxhall -ის ბრენდების ყველა საავტომობილო აქტივებს: ექვს ამწყობ მოედანს, კომპონენტების მწარმოებელ ხუთ მოედას, რიუსელსხაიმში(გერმანია) არსებულ საინჟინრო ცენტრსა და დაახლოებით 40 000 თანამშრომელს. წარმოგვიდგენია როგორ ნერვიულობენ ახალა ისნი. აქვე ავღნიშნავთმ რომ ტურინში არსებული საინჟინრო ცენტრი General Motors -მა თავისთვის დაიტოვა. კონტრაქტის ღირებულებამ $2,3 მლრდ შეადგინა.

“ოპელში” კვლავ გამოყენებული იქნება GM -ის ტექნოლოგიებითა და ინტელექტუალური საკუთრება, მანამ ბრენდის ყველა მოდელის კონვერტირება არ მოხდება PSA -ის პლატფორმაზე. პირველი ასეთები არიან კროსოვერები Crossland X და Grandland X.

თეგები: , , ,


Back to Top ↑