სტატიები

Published on: 08 February 2019

სრულიად ახალი Opel Corsa: პირველი ტიზერი

ჰეჩბეკის მეექვსე თაობა შესაძლო Opel-ის პირველი სერიული მოდელი იყოს, რომელიც ახალ დიზაინს მოირგებს. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს კონცეპტ PSA-ის ხელმძღვანელობამ დაანონსა ახალი დიზაინი. ცნობილი გახდა, რომ პირველი სერიული მოდელი, რომელიც მსგავს დიზაინს მიიღებს, იქნება ჰეჩბეკი Corsa და მისი სრულიად ელექტრონული ვერსია, რომლის გამოშვებაც 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

ახალი “კორსის” დეტალური ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ ხმაურდება. ცნობილია, რომ ჰეჩბეკის ახალი თაობა გადავა პლატფორმა CMP-ზე (Common Modular Platform), რომელზეც ასევე აწყობილი იქნება Peugeot 208-ის ახალი თაობა. ძრავების გამაში შესაძლოა PSA Group-ის ბენზინისა და დიზელის ძრავები შევიდნენ.

პირველი ტიზერის მიხედვით, რომელიც Opel-მა გაავრცელა, Corsa-ს ახალი თაობა მიიღებს შუქდიოდურ მატრიცულ ოპტიკას, რომელიც როგორც ჩანს Astra-სა  და Insignia-სგან აიღეს. ჰეჩბეკ Corsa-ს მსოფლიო დებიუტი ამ წლის ბოლოსთვის შედგება.

თეგები: ,


Back to Top ↑