სტატიები

Published on: 11 February 2019

Bugatti მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილს ააწყობს

არაოფიციალური ინფორმაციით, 16 მილიონი ევროს ღირებულების ჰიპერქარის მფლობელი Volkswagen Group-ის ყოფილი ხელმძღვანელი ფერდინანდ პიეხი გახდება. რაც შეეხება თვითონ ავტომობილს კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ ხმაურდება. ცნობილია ის, რომ მას მარტის თვეში ჟენევის ავტოშოუზე აჩვენებენ. ჭორების მიხედვით, Bugatti მხოლოდ ერთ ასეთ ავტომობილს გამოუშვებს.

სავარაუდოდ უნიკალურ ავტომობილს Bugatti Chiron-ის ბაზაზე ააწყობენ. შეგახსენებთ, რომ მოდელი აღჭურვილია 8 ლიტრი მოცულობის ბენზინის W16 ძრავით, რომელიც 1500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100 კმ/სთ აჩქარებისთვის მას 2,5 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 420 კმ/სთ-ს შეადგენს. Сhiron-ის ღირებულება 3,5 მილიონი ევროდან იწყება.

იმ შემთხვევაში, თუ Bugatti-მ ეს ავტომობილი გამოუშვა, მაშინ ის მსოფლიოში ყველაზე ზვირადღირებული იქნება. როგორც Motor1 აღნიშნავს, აქამდე ყველაზე ძვირადღირებულად Rolls-Royce Sweptail-ითვლებოდა, რომელიც $13 მლნ ღირს.

თეგები: , ,


Back to Top ↑