ვიდეო

Published on: 12 April 2019

ავტომობილის უძვირფასესი გასაღებები, რომელთა ფასიც გაგაოცებთ

ფინური კომპანია Awain-ი სპეციალიზირებულია მდიდრული სპორტქარებისთვის გასაღებების შემუშავებით. ყველაზე ძვირადღირებული, რაც კომპანიის სპეციალისტებმა წარმოადგინეს – ბრელოკია, რომელიც უფრო ხელოვნების ნიმუშს ჰგავს. მისი ფასი კი Lamborghini Aventador SVJ-ის ფასს უტოლდება.

გასაღებებია გაფორმებულია სუფთა ოქროთი, ბრილიანტებით, უიშვიათესი ტყავითა და ხით. სულ წარმოდგენილია სამი მოდელი: QUANTUM (49,000€), SERENITY(89,000€) და PHANTOM (500 000€). ამათგან პირველი 20-20 ეგზემპლარად იქნება გამოშვებული, ხოლო მესამე ერთ ეგზემპლარად.

თეგები: ,


Back to Top ↑