სტატიები

Published on: 27 August 2018

Bugatti-ის $5.8 მილიონიანი უახლესი სპორტული მოდელი

კომპანიის ხელმძღვანელობამ Bugatti-ის ახალი, სუპერ სპორტული ავტომობილი წარადგინა. მოდელს, ფრანგი მრბოლელის ალბერტო დივოს პატივსაცემად, Divo დაარქვეს.

ახალი მოდელის მუხრუჭები 4 სხვადასხვა მხრიდან გრილდება ჰაერნაკადით. ეს კი, დიდი სიჩქარით გადაადგილებისა და რბოლისას, ტურბოს ოპტიმალურ ტემპერატურას უზრუნველყოფს. Divo-ს მაქსიმალური სიჩქარე საათში  236 მილია.

Bugatti-ის ახალი სპორტული ავტომობილი 24 აგვისტოს წარადგინეს. როგორც ჩანს, ბრენდისა და ზოგადად,  სპორტული მანქანების თაყვანისმცემლები ფინანსებს არ ზოგავენ, რადგან Divo 5.8 მილიონი დოლარი ღირდა, მოდელი შეზღუდული რაოდენობით, სულ 40 ცალი გამოვიდა და უკვე ორმოცივე გაიყიდა.

თეგები: , ,


Back to Top ↑