სტატიები

Published on: 04 December 2014

ზეკომპაქტური Opel Karl-ი

e44b10719b282bf00ce113d26c

Opel -მა საკმაოდ მოულოდნელად ჩაატარა მიკროჰეჩბეკის Karl -ის პრემიერა. ეს სახელწოდება ავტომობილს ადამ ოპელის ერთ-ერთი შვილის საპატივცემულოდ დაერქვა. ეს მოდელი, რომელიც არის ყველაზე პატარა თავის ხაზში, ბაზარზე გამოვა 2015 წლის გაზაფხულის შემდეგ, ხოლო დებიუტს უკვე გაზაფხულისთვის უნდა ველოდოთ.

კლიენტებს ელოდებათ 3680 მმ სიგრძის ავტომობილი (70 მმ -ით ნაკლები ვიდრე Adam -ი) და როგორც Opel -ში განაცხადეს ავტომობილს ექნება სრულყოფი 5 ადგილიანი სალონი.

ავტომობილი აწყობილია პლატფორმა GM -ზე და მისი წონა შეადგენს 900 კგ -ს. Opel Karl -ს მოძრაობაში მოიყვანს Ecotec -ის ოჯახის 3 ცილინდრიანი ძრავა, რომელიც განავითარებს 75 ცხენის ძალას. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ის იქნება 5 საფეხურიანი მექანიკა.

8b967896b27da1d8e8546d25b4

6360ef83f0c8411feefad2b138\ 731045f596d1c2ea886068dbc5\ bc11ccf84c00d965e716014809
eca9b22f8e8355260ac21667d0

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑