სტატიები

Published on: 14 September 2018

ყველაზე იაფი Mercedes-AMG:პირველი ფოტოები

ბოლო წლების განმავლობაში Daimler-მა ძალიან “გააუფასურა” თავისი ბრენდი Mercedes-AMG – იმას ვგულისხმობთ, რომ ეს ახლა ექსკლუზივი არარის, არამედ მაღლი დონის მასობრივი მოდელები, რომლებიც საჭირო თანხის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს. ბოლო სიახლეების მიხედვით მსოფლიო ბაზარზე გამოვა უფრო გაიაფებული Mercedes-AMG-ის მოდელი ჰეჩბეკ A35-ის სახით.

აქამდე ყველაზე ხელმისაწდომი AMG იყო 2,0 ლიტრი მოცულობის A45, რომელიც გამოიმუშავებს 381 ცხენის ძალას. ამ მოდელის დამუხტული ვერსიაც გამოვა და თუ ჭორებს დავუჯერებთ მისი სიმძლავრე 400 ცხენის ძალა იქნება. მანამდე კი მი უმცროს ძმას A35-ს ვიხილავთ, რომელიც წარმოგვიდგება 300 ცხენის ძალის მქონე 2,0 ლიტრი მოცულობის ძრავით. ავტომობილი აღიჭურვება 4Matic-ის სრული ამძრავის მქონე 7 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. 0-100 კმ/სთ აჩქარებას ჰეჩბეკი 5 წამში გააკეთებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ით ელექტრონულად იქნება შეზღუდული.

რათქმაუნდა Mercedes-AMG A35 გარეგნულად A-კლასის “სამოქალაქო” ვერსიისგან განსხვავებული იქნება, მაგრამ თუ როგორ ამის თქმა გავრცელებული ფოტოების მიხედვით გაგვიჭირდება.

როგორც Mercedes-Benz Passion Blog-ი იტყობინება ავტომობილის პრემიერა პარიზის ავტოსალონში შედგება, ხოლო უკვე ოქტომბერში ის გაყიდვაში გამოვა. იაფი არ ეღირება, მაგრამ A35 ყველაზე ხელმისაწვდომი იქნება Mercedes-AMG-ის ხაზში.

 

 

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑