Published on: 24 August 2019
AUDI, BMW და MERCEDES-BENZ-ი გაერთიანდებიან
ყველასთვის კარგად ცნობილი კონკურენტები საავტომობილო ინდუსტრიის დიდი მიზნისთვის გაერთიანდებიან. დეტალები ფრანკფურტის ავტოსალონში გავრცელდება. კომპანიებმა უკვე განაცხადეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
პირველ ეტაპზე კომპანიები მძღოლის დამხმარე სისტემის შემდეგი თაობის ტექნოლოგიის შემუშავებით დაკავდებიან. საუბარი მიდის ავტონომიურ პარკირებასა და ნახევრად ავტონომიურ სისტემებზე მესამედან მეხუთე დონემდე, რომელებიც მძღოლს ავტომობილის ტრასაზე მართვაში დაეხმარებიან.
თანამშრომლობის მიზანი – ამ ტექნოლოგიების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა 2025 წლისთვის. ავტომწარმოებლებმა ასევე განახადეს, რომ ამგვარი პარტნიორობა ავტომატური მართვის სისტემის ტექნოლოგიის დასწრაფებასა და ოპტიმიზაციაში მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.