Published on: 30 October 2018
წრიული რბოლის – “Rustavi International Challenge 2018“ – ფინალი რუსთავში
„გაიმართება ფინალური ეტაპი, სადაც შეჯამდება მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი ქულები. გარდა ამისა, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, შედგება Legends by Legends (ვეტერანების რბოლა) – 9 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, 60+ ასაკის ვეტერანი მრბოლელები, 2 კაციანი ეკიპაჟით, Legend Car-ებით პრესტიჟის რბოლას ჩაატარებენ “.
ღონისძიება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ტერიტორია დატვირთული იქნება სპორტული და გასართობი აქტივობებით
„12:00 საათზე გახსნის ცერემონიაა. 13:30-ზე დაიწყება რბოლა “Legend Cars“, 14:00-ზე კი გამარჯვებულების დაჯილდოება. რბოლა Formula Alfa /Youngtimers 14:15-დან აიღებს სტარტს, 14:55-ზე მათი დაჯილდოება გაიმართება. 15:05-დან -15:45-მდე რბოლა BMW Compact/Youngtimers, Touring 1600, Absolute შედგება, მათ შორის გამარჯვებულებს კი 15:45-დან დავაჯილდოებთ. ბოლო რბოლა, Legends by Legends 15:55-ზე დაიწყება, მათი დაჯილდოება 16:35-ზე“.
შეჯიბრების გარდა, საავტომობილო კლუბების ტექნიკისა და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის სპორტული მანქანების გამოფენა გაიმართება.
[R]