ავტოსპორტი

Published on: 17 September 2018

„ბიზნეს ლიგა კარტინგში“ – ჩემპიონატი, სადაც ყველას შეუძლია მონაწილეობა, კომპანიის სახელით

22, 23, 24 და 25 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით, ავტოდრომის კარტინგის ტრეკზე გაიმართება „ბიზნეს ლიგა კარტინგში“, სადაც გამარჯვების მოსაპოვებლად, სხვადასხვა კომპანიის სახელით იასპარეზებენ მონაწილეები და შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ჩემპიონატის მიზანია საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლება.

ამასთან, გვინდა, სპორტის ეს მიმართულება წინ წამოვწიოთ და სპორტის ამ სახეობაში, ბიზნესის ჩართულობაც გავზარდოთ, – სოფო ახალაია, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მარკეტინგის მენეჯერი. 

მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 სექტემბერი. 22-დან 25 სექტემბრის ჩათვლით, შესარჩევი ეტაპი, 29 სექტემბერს კი ფინალი, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზევე გაიმართება.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც, შეირჩევიან მონაწილეები:

მონაწილეები, ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ უნდა ფლობდნენ მრბოლელის ლიცენზიას, შესაბამისად, არ უნდა იყვნენ გამოცდილი მრბოლელები – ესაა ერთადერთი კრიტერიუმი, – სოფო ახალაია.

კარტინგი არის პირველი ეტაპი იმისა, რომ სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული ადამიანი, მომავალში, გახდეს მრბოლელი. შეჯიბრებაზე მონაწილეები უზრუნველყოფილები იქნებიან კარტინგის მანქანითა და საჭირო აღჭურვილობით.

მონაწილეობის მისაღებად, კომპანიებმა უნდა მისწერონ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ფეისბუკგვერდს ან დარეკონ ნომერზე: 577174790


Back to Top ↑