Published on: 22 November 2015
Volvo -ს ფლაგმანური S90 -ის პრემიერის თარიღი ცნობილია
Volvo -მ ოფიციალურად დაანონსა ახალი სედანის S90 -ის პრემიერის თარიღი, რომელიც ხაზის ფლაგმანად იქცევა – მდიდრული ოთხკარა პუბლიკის წინაშე დეტროიტის ავტოშოუზე იანვრის დასაწყისში წარსდგება. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ხდება ხოლმე, ინტერნეტსივრცეში ავტომობილს ვიხილავთ ამ წლის ბოლომდე. რამოდენიმე დეტალზე დაკვირვება უკვე წარმოდგენილი ტიზერის საშუალებითაც არის შესაძლებელი.
Volvo -მ და Maicrosoft -მა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც კომპანიები დაკავდებიან მომავალი თაობის ტექნოლოგიების შემუშავებით. უფრო კონკრეტულად კი ჰოლოგრაფიულ გამოსახულებებზე და მათი ავტომობილში გამოყენების გზებზე იმუშავებენ.
მაგალითისთვის, უკვე წარმოდგენილია HoloLens სათვალეების პროტოტიპი, რომლის საშუალებითაც შვედური კომპანია შექმნის მძლავრ 3D კონფიგურატორს, რაც ავტომობილის არჩევის პროცესს საგრძნობლად შეცვლის. დეველოპერები ასევე სწავლობენ მათი გამოყენების შესაძლებლობებს ავტომობილის აწყობის პროცესში. რაღაც მსგავსს Audi -შიც ამზადებენ – ვნახოთ, ვინ იქნება პირველი.