ვიდეო

Published on: 20 February 2015

Volvo ავტომატური მართვის სისტემის ტესტებს იწყებს

2017 წელს Volvo შეუდგება ჩვეულებრივ ქალაქის გზებზე ავტომობილ-რობოტების მსოფლიოში პირველ ფართომაშტაბიან გამოცდებს. ყველაზე საინტერესო ის იქნება, რომ ავტომატურად მართვად XC90 -ში ინჟინერებისა და პროფესიონალი ტესტ-პილოტების ნაცვლად იჯდებიან ჩვეულებრივი ადამიანები. შვედურ კომპანიაში დარწუმნებულები არიან, რომ მრავალსაფეხურიანი უსაფრთხოების სისტემა სრულიად გამორიცხავს ავარიის საფრთხეს.

ყველაფერი ასე მოხდება: ასი ექსპერიმენტალური ჯიპი  ლაზერული სკანერის, ექვსი რადარის, ფართოფოკუსიანი კამერისა და ულტრაბგერითი გადამცემების საშუალებით იმოძრავებენ გეტერბორგის ქუჩებში. ყველა ავტომობილი აბსოლიტურად ზუსტი კორდინატებით აისახება სამგანზომილებიან “ღრუბლოვან” რუკაზე, რომელიც ასევე რეალურ დროის რეჟიმში შეივსება ახალი მონაცემებით.

მაშ ასე, სისტემის გამოცდამდე დარჩა ორი წელი მანამდე კი საშუალება გვაქვს ვნახოთ volvo -ს მიერ მომზადებული სპეციალური ვიდეო რგოლი:

 

თეგები: , ,


Back to Top ↑