ვიდეო

Published on: 07 March 2017

Volkswagen Sederic – საჭისა და სატერფულის გარეშე (+ვიდეო)

ამ მოდელს, ფუნქციონალური დიზაინით, დაარქვეს Sedric -ი. პროტოტიპი კონცერნის პირველი უპილოტო კონცეპტია, რომელმაც მიიღო ყველაზე მაღალი მეხუთე დონე – ანუ, მას სულაც არ სჭირდება ადამიანი სამართავად. ამ კონცეპტის შექმნაში გამოყენებული ტექნოლოგიები მომავალში გამოყენებული Volkswagen Group -ის სხვა მოდელებში.

კონცეპტი აწყობილია MEB-ის პლატფორმაზე, რომელიც სპეციალურად კონცერნის ელექტროქარებისთვის არის შემუშავებული. პროტოტიპი აღჭურვილია 136 ცხ.ძ. -ის მქონე ელექტროძრავით, LIDAR -ის გადამცემებითა და შვიდი ვიდეო კამერით. სრულ დამუხტვაზე მას 400 კმ -ის დაფარვა შეუძლია.

იმისათვის, რომ Sedric -ი გამოვიძახოთ საჭიროა მხოლოდ სამაჯურზე არსებულ ღილაკს თითი დავაჭიროთ. მგზავრები ავტომობილს დანიშნულების ადგილს ეუბნებიან, ხოლო კომპიუტერი კი ოპტიმალურ მარშრუტს ადგენს. საქარე მინა წარმოადგენს OLED ეკრანს, რომელზეც გამოდის “ბორტს მიღმა” არსებული ინფორმაცია, ის ასევე წარმოადგენს გასართობი სისტემის დისპლეის.

Volkswagen Group -ის თქმით მსგავსი ტიპის სერიულ ავტომობილებს კონცერნი 2025 წლისთვის გამოუშვებს.

თეგები: , , ,


Back to Top ↑