Published on: 09 December 2014
Volkswagen -მა BMW -ს ტოპ-მენეჯერი გადაიბირა
2015 წლის 1 ოქტომპბრისთვის Volkswagen -ის მარკის სათავეში 56 წლის გერბერტ დისსი ჩადგება, რომელიც BMW -დან წამოვა. იგი დაიკავებს მარტინ ვინტერკორნის ადგილს, ხოლო თვითონ ვინტერკონი VW -ის კონცერნის სათავეში გააგრძელებს მუშაობას.
“გერბერტ დისსი – საუცხოო და ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი პიროვნებაა საავტომობილო ინდუსტრიაში”, – განაცხადა ვინტერკორნმა. დისს აქვს დოქტორის ხარისხი საინჟინრო სფეროში. იგი BMW -ში 18 წლის წინ მივიდა კომპანია Bosch -იდან და სათავეში ედგა ბავარიული კომპანიის ახალ მოდელებს, კერძოდ კი BMW “i” -ს ოჯახს.
ამასთან ერთად უნდა ითქვას, რომ VW -ს არასახარბიელო პერიოდი დაუდგა – 2014 წელს შემცირდა გაყიდვები ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და რუსეთში. მხოლოდ ჩინეთში გრძნობს გერმანული მარკა თავს მშვენიერად.