Published on: 25 July 2015
თვითმავალი ავტომობილების დასატესტი ქალაქი
მიჩიგანის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დასრულდა ქალაქის მოდელის მშენებლობა, რომელიც განკუთვნილია უპილოტო ავტომობილების დასატესტად. ამის შესახებ იუწყება CBS San Francisco -ს ვებ-გვერდი.
13 ჰექტარზე აშენებულმა ქალაქმა მიიღო სახელი Mcity და წარმოადგენს ტიპიური გზების ანალოგს თავისი აუცილებელი ელემენტებით.
ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 2014 წლის ზაფხულში, იმ მიზნით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო უპილოტო ავტომობილების უსაფრთხო დატესტვა საგზაო წესების სრული დაცვით. პროექტის მონაწილეებმა ( google, Ford, General Motors და Toyota) განაცხადეს, რომ ამ მოედნის დახმარებით შესაძლოა პირველი უპილოტო ავტომობილების წარმოება 2021 წელს დაიწყოს.
მკვლევარების გლობალურ მიზანს წარმოადგენს საერთო მოხმარების გზებზე გამოიყვანონ 20 ათასი ავტომატიზირებული ავტომობილი.