ვიდეო
Published on: 10 February 2015
თქვენს ბავშვობის ოცნების ავტომობილს ეს-ესაა გაუსწრეს
როგორც ჩანს მსოფლიო მორიგი სარეკლამო ომის წინაშეა. შტუტგარტელებმა გამოუშვეს სარეკლამო რგოლი, რომელიც ეძღვნება Mercedes AMG GT -ს და მთავარ კონკურენტთან, Porsche 911-თან უპირატესობაზე მიგვანიშნებს.
შესაძლოა ითქვას, რომ სარეკლამო რგოლი თავიდან კონკურენტის პატივისცემით იწყება: პატარა ბიჭს სძინავს და ესიზმრება მთის გზები, რომლებსაც 911 -ით იპყრობს. მალე სიზმარი კოშმარად იქცევა, რადგან სარკეში დაინახავს თუ როგორ უახლოვდება და შემდგომ გაუსწრებს ყვითელი კუპე, რომელიც ანვითარებს 304 კმ/სთ სიჩქარეს.
“თქვენს ბავშვობის ოცნების ავტომობილს ეს-ესაა გაუსწრეს” -ეს არის სარეკლამო რგოლის სლოგანი, დაველოდოთ თუ რითი უპასუხებს ამას Porsche.