სტატიები

Published on: 20 March 2019

ოთხი კლიენტის გამო Porsche ერთ მოდელს “გააცოცხლებს”

გერმანული კომპანია დროებით 911 GT2 RS-ის წარმოებას განაახლებს იმ კლიენტების გამო, რომელთა სპორტქარების გემის ჩაძირვას ემსხვერპლა. შეგახსენებთ, რომ 12 მარტს  საფრანგეთის ნაპირებთან იტალიდა წამოსული სავაჭრო გემი Grande America ჩაიძირა. საბედნიეროდ ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა, რასაც ვერ ვიტყვით ავტომობილებზე. შემთხვევის შედეგად 2 000-ზე მეტი ავტომობილი ჩაიძირა. უმრავლესობა მათგანი Volkswagen-ს ეკუთვნოდა, ხოლო ყველაზე ძვირადღირებულ ტვირთად Porsche 911 GT2 RS-ი ითვლებოდა.

ამ მოდელის წარმოება, რომელმაც თავის დროზე “ყველაზე სწრაფი პორშეს”  ტიტული მიიღო, ჯერ კიდევ ამ თვის თებერვალში შეწყდა. კომპანიიდან კლიენტებს უკვე შეატყობინეს, რომ ავტომობილს ხელახლა ააწყობენ ისეთ მდგომარეობაში, როგორიც შეუკვეთეს.

Porsche 911 GT2 RS  – ეს არის ყველაზე სწრაფი და მძლავრი სერიული 911. მაქსიმალური სიჩქარე – 340 კმ/სთ, 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი 2,8 წამში ანვითარებს. ავტომობილი აღჭურვილია 3,8 ლიტრი მოცულობის ექვს ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

თეგები: , ,


Back to Top ↑