სტატიები
Published on: 25 October 2015
Toyota ემზადება მსოფლიოსთვის ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალების წარსადგენად
იაპონური ავტოგიგანტი აპირებს წარმოადგინოს ახალი უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალება. ავტომობილს სხვა ავტომობილებთან შედარებით აქვს ერთი შესანიშნავი მახასიათებელი – უსაფრთხოების ბალიშები როგორც მგზავრებისთვის ისე ქვეითებისთვისაც.
დღესდღეისობით ავტომობილის შემუშავება ფინალურ სტადიაშია. მწარმოებლებმა გადაწყვიტეს იზრუნონ არა მარტო სალონში არსებულ მგზავრებზე, არამედ ქვეითებზეც.
Flesby -ის (ასეთი სახელწოდება მიიღო ავტომობილმა) კაპოტ ქვეშ, ასევე რადიატორის ჩარჩოს წინ, საბარგულში და ავტომობილის კარებებში ჩამონტაჟებული იქნება უსაფრთხოების ბალიშები, რომლებიც შეჯახებისთანავე გაიხსნება. ავტომობილი “სინათლეს იხილავს” არანაკლებ 2030 წლისა.