სტატიები

Published on: 29 October 2015

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-მ  ახალი მოდელის – HiLux 2016-ის პრეზენტაცია გამართა

ტოიოტას ახალმა ოფიციალურმა დილერმა საქართველოში – „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ -მ, HiLux-ს ახალი თაობის მოდელის პრეზენტაცია და ტესტ დრაივი გამართა. ღონისძიება ლისი ლაუნჯში, 24 ოქტომბერს გაიმართა.

HiLux-ის ახალი თაობის პრეზენტაციას, ასორმოცდაათამდე კომპანიის წარმომადგენელი  სახელმწიფოს, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაესწრნენ. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ფურშეტით გაუმასპინძლდა. მოეწყო ვიქტორინა და გათამაშდა საჩუქრები.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ ახალი თაობის HiLux  „ტესტ დრაივით“ და ახალი მოდელი წინა მოდელისთვის შეედარებინათ.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-ში განმარტავენ, Toyota HiLux მცირე და საშუალო ზომის პიკაპების სეგმენტში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია.

”ტოიოტამ” პიკაპი ”ჰაილუქსი” პირველად 1968 წელს გამოუშვა. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, 180-ზე მეტ ქვეყანაში 16 მილიონზე მეტი Toyota – HiLux-ია გაყიდული. მისი არსებობის ისტორიაში, HiLux-მა მოიპოვა ხარისხიანი, გამძლე, საიმედო და ლეგენდარული ავტომობილის რეპუტაცია. HiLux-ი დღემდე ამართლებს თავის სლოგანს „დაუძლეველი 1968 წლიდან”.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ უკვე იღებს შეკვეთებს ახალი თაობის ჰაილუქსზე.

თეგები: , ,


Back to Top ↑