Published on: 07 November 2014
ტოიოტას ბაზარზე EURO4 სტანდარტის დიზელის ავტომობილები შემოყავს
ეკოლოგიურად უფრო სუფთა, მისაღები და დახვეწილი – დიზელის ძრავაზე მომუშავე RAV4 -ის და Corolla-ს შეძენა, მომხმარებელს მალე საქართველოშიც შეეძლება. ავტომობილების ოფიციალური გაყიდვები საქართველოშიუახლოეს მომავალში დაიწყება .
ტოიოტას ახალი მოდელები, რომლებშიც სრულად არის დაცული გამონაბოლქვის ევრო სტანდარტები, უკვე წარმატებით იყიდება ევროკავშირის ქვეყნებში და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ეკოლოგიაზე ზრუნვა დღითი დღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ტოიოტა მომხმარებელს ეკოლოგიურად მისაღები EURO4 სტანდარტის ავტომობილებს სთავაზობს. ვინაიდან ჩვენს ქვეყანას მკვეთრად აქვს აღებული დასავლური კურსი, ყველა ამ დეტალის გათვალისწინება და დანერგვა მეტად მნიშვნელოვანია“- აცხადებენ კომპანიაში.
ახალი თაობის Corolla-მ და RAV4-მა, რომელიც ტოიოტამ საზოგადოებას 2013 წელს წარუდგინა, ბაზრის შესაბამის სეგმენტში ლიდერობა მალევე მოიპოვეს. დაკავებული პოზიციები კიდევ უფრო გაამყარეს 2014 წლის ავტომობილებმა – Rav42wd-მა და Corolla-მ რომლებიც ახალი კომპლექტაციებით და უკეთესი მახასიათებლებით გამოირჩევა. აღნიშნული ავტომობილების ფასი 2013 წლის მოდელების ფასს არ აღემატება.
ტოიოტას ახალი მოდელები – Corolla და RAV4 დიზელის საწვავს მოიხმარენ, რაც ბენზინთან შედარებით ძალიან ეკონომიურია. „მიუხედავად იმისა, რომ ტოიოტას ბენზინზე მომუშავე ავტომობილები ისედაც ეკონომიურია, საწვავის დანახარჯი დიზელის ძრავის შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე ანალოგიური მოცულობის მქონე ბენზინისძრავიან ავტომობილებში“ -აცხადებენ კომპანიაში.
მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ტოიოტას ახალ, დიზელის მოდელებზე აჩქარება და მაბრუნებელი მომენტი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია ვიდრე ბენზინზე მომუშავე შესაბამისი მოცულობის ძრავის მქონე მოდელებზე. დიზელის ძრავი, ბენზინის ძრავებისგან განსხვავებით უზრუნველყოფს უფრო სწრაფ აჩქარებას და მატებს მართვის დინამიურობას. RAV4-ის დიზელის ძრავა იმდენად მძლავრია, რომ თითქმის უტოლდება PRADO-ს. ასევე ამ მოდელებს ბენზინზე მომუშავე 2.0ლ მოდელებზე უკეთესი აჩქარება გააჩნია.
დიზელის ძრავაზე მომუშავე RAV4 საქართველოში შეზღუდული რაოდენობით შემოვა და მომხმარებელს მისი შეძენა 2015 წლის მე-4 კვარტლამდე შეეძლება.