სტატიები

Published on: 01 October 2018

Suzuki-ს სამოდელო რიგში ახალი კროსოვერი გამოჩნდა

ამ წლის დასაწყისში Suzuki-ის ინდურმა კომპანია Maruti Suzuki-იმ კონცეპტუალური კროსოვერი Future-S-ი წარმოადგინა. როგორც Autocar India იტყობინება ავტომობილის სერიულ ვერსიას შემდეგ წელს ვიხილავთ. მათი თქმით ავტომობილი 500 000 რუპია ეღირება, რაც ჩვენს ვალუტაში დაახლოებით 18 000 ₾ -ს უდრის.

მოსალოდნელია, რომ Maruti Suzuki-ის კროსოვერი Heartect-ის პლატფორმაზე იქნეს აწყობილი, რომელიც ასევე უდევს საფუძვლად Suzuki Swift-სა და Ertiga-ს.

ახალი მოდელი ჯერ-ჯერობით ერთ ძრავას მიიღებს და ეს იქნება 1,2 ლიტრი მოცულობის ოთხცილინდრიანი ძრავა, რომლის სიმძლავრეც 83 ცხენის ძალა იქნება. წარმოება ინდოეთში იქნებ, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ გასცდება ის თუ არა ქვეყნის საზღვრებს ჯერ უცნობია.

თეგები: , ,


Back to Top ↑