სტატიები

Published on: 17 November 2018

ახალი Suzuki Jimny მზადაა იქცეს გელენდვაგენად ან დეფენდერად

Suzuki Jimny-ის “გელენდვგენად გადაქცევით” ძირითადად დაკავებულნი არიან იაპონური aftermarket-ის სპეციალისტები, რადგან სხვა ქვეყნებში ავტომობილი ორიგინალური გარეგნობითაც მოსწონთ. პრინციპში ორიგინალი Jimny იაპონიაშიც მოსწონთ, ხოლო მისი სხვა სტილში გ ადაქცევა, ისევე როგორც ბევრი სხვა მოდელის – ეს უბრალოდ ასეთი ნაციონალური “გართობაა”. დაგვეთანხმებით, რომ სასაცილოა პატარა Jimny, რომელიც ისე გამოიყურება როგორც Mercedes-Benz G-კლასი ან Land Rover Defender-ი.

DAMD-ის ტიუნინგ ატელიე, რომელიც 1982 წელს დაარსდა, დაკავებულია ვიზუალური გაფორმების ყველა შესაძლო დეტალების კომპლექტების შემუშავებით, რასაც ძალიან ყურადღებით ეკიდება. ახალი Jimny-ისთვის შექმნილ კომპლექტების ნაკრებს მან little G. და little D. დაარქვა, თუ რატომ ამის მიხედვრა ძნელი არაა.

“ნიღბის” ორივე კომპლექტის გაყიდვები შემდეგ წელს დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება, როგორც იაპონიაში ასევე მის საზღვრებ გარეთაც. ფასი ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა, იქიდან გამომდინარე, რომ DAMD-იმ შესაძლოა კიდევ შეიტანოს ცვლილებები და ავტომობილი უფრო მეტად დაამსგავსოს Mercedes-Benz-სა და Land Rover-ს.

თეგები: , , , ,


Back to Top ↑